კომპანია „ოლ ფეი ვეი“ შეიქმნა 2015 წელს 5 ივნისს, კომპანიის მთავარი მიზანი წარმოადგენს შექმნას სრულყოფილი სერვისი, როგორც ელექტრონულ კომერციაში, ასევე დანერგოს ახალი სერვისები საგადახდო სისტემებში, შექმნას მარტივი ინფრასტრუქტურა გადამხდელსა და სერვისის მიმწოდებელს შორის, რაც განაპირობებს ელექტრონული კომერციის განვითარებას. 2015 წლის 4 აგვისტოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომპანია „ოლ ფეი ვეი“-ს მიანიჭა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიცენზია, რის შემდეგაც კომპანიას მიეცა საშუალება შეექმნა ელექტრონული ფული და განეხორციელებინა ელექტრონულ ფულსა და ელექტრონულ გადახდებთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ოპერაცია.
კომპანია "ოლ ფეი ვეი" მომხმარებელს სთავაზობს უნიკალური ანგარიშსწორების სისტემას, რომლის მეშვეობით შესაძლებელია მომენტალურად ანგარიშსწორება იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ გაქვთ მცირე ან მსხვილი ბიზნესი და გსურთ რომ თქვენმა მომხმარებელმა მარტივად და სწრაფად განახორციელოს თქვენი პროდუქციის შეძენა ან თუ ხართ უბრალოდ ფიზიკური პირი და გსურთ, რომ მიიღოთ ან გააგზავნოთ თანხა ყოველგვარი საბანკო ანგარიშისა და ფულადი გზავნილის გარეშე, თუ გსურთ სახლიდან გაუსვლელად ძალიან მარტივი და მოსახერხებელი მეთოდით განახორციელოთ ინტერნეტში რაიმე ნივთის ან მომსახურების შეძენა ან მიღება, "ოლ ფეი ვეი"–ს ელეტრქონული საფულე არის სწორედ ის რაც ყოველივე ამის განხორციელების შესაძლებლობას მოგცემთ.
კომპანია "ოლ ფეი ვეი" ვებ გვერდის https://leaderpay.ge, აგრეთვე სერვის ცენტრისა და პარტნიორი კომპანიების სალაროების მეშვეობით, რომლებიც განთავსებულია საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელია იმ სერვისის და მომსახურების მიღება რომელსაც კომპანია თავის მომხმარებელს სთავაზობს კომპანია "ოლ ფეი ვეი"–სა და პარტნიორი კომპანიების სერვის ცენტრებში მომხმარებელს შეუძლია გადახდების მისაღება, სხვადასხვა მომსახურების მომწოდებლების სასარგებლოდ, მათ შორის კომპანია "ოლ ფეი ვეი"–ს ელექტრონული საფულის ვირტუალური ფულის შევსება, აგრეთვე საფულეში არსებული ვირტუალური ფულის განაღდება.
უსაფრთხოება
კომპანია "ოლ ფეი ვეი" საკუთარი სერვისის უსაფრთხოებისათვის იყენებს თანამედროვე სერვერებსა და ქსელის დაცვის სისტემებს, რითაც ფაქტიურად გამორიცხავს უკანონო და თაღლითურ ქმედებებს კიბერ დამნაშავეთა მხრიდან.
კომპანია “ოლ ფეი ვეი”-ს სისტემები ჩართულია მონიტორინგის სპეციალურ სისტემაში, რომელსაც 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ კომპანიის თანამშრომლები.
არაკანონიერი გადახდების საწინააღდეგო სისტემის მეშვეობით, "ოლ ფეი ვეი" მუდმივად ახდენს ტრანზაქციების კონტროლსა და საეჭვო ოპერაციებზე ახორციელებს ადეკვატურ ქმედებას მათ შესაჩერებლად და აღმოსაფხვრელად .