AML პოლიტიკა

ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა
ფულის გათეთრების პრევენცია

რისი გაკეთება არის სავალდებულო?

შესაძლოა მოგიწიოთ თქვენი ვინაობის  და თქვენი მონაცემების დადასტურება. შპს „ოლ ფეი ვეი„-ს მიერ შექმნილია სპეციალური სისტემა, რომელიც  საბანკო ანგარიშის, აგრეთვე სმს დადასტურების, პროვაიდერის ან მისი პარტნიორი კომპანიის სალაროში უშუალო ვიზიტის დროს წარდგენილი მაიდენთიფიცირებელი დოკუმენტის საშუალებით ადასტურებს თქვენს ვინაობას.

რა შემთხვევაშია შესაძლებელი  მოგთხოვონ  საკუთარი ვინაობის დადასტურება?.

გადახდის მექანიზმის უზრუნველსაყოფად, როგორც ახალი საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას, ასევე იმ შემთხვევაშიც, როდესაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკვე ხართ სისტემა leaderpay-ში  რეგისტრირებული,


შესაძლებელია ჩვენს სისტემაში leaderpay გახსნილი  ანგარიში  დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს. ეს ყოველივე განპირობებულია  მომხმარებლის  სისტემაში იდენთიფიცირების სტატუსზე ან/ და   მომხმარებლის  სისტემაში ინტენსიობაზე, ან/ და არასამართლებრივი ქმედების განხორციელებისას.

მიზეზი

შესაძლებელია  უკანონო შემოსავლის  (ტერორიზმის , ნარკოტიკების ან  იარაღის  ვაჭრობიდან, ტრეფიკინგის ან კორუფციის  შედეგად  მიღებული შემოსავალი  კრიმინალურმა ან და ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისარგებლონ უდანაშაულო პირებით (მათ შორის თითოეული თქვენთაგანით )  რათა გამოიყენონ მათი ვინაობა სვადასხვა  არასამართლებრივ  ქვედებაში.

ამის გამო

ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ მომხმარებლების მაიდენთიფიცირებელ დოკუმენტებში მონაცემების სისწორესა და  შესაბამისობაში.

რასაკვირველია

ეს არ გულისხმობს იმას რომ გადასამოწმებელი მოხმმარებელი  არის ეჭვმიტანილი, არამედ გულისხმობს იმას, რომ  დაცული იყოს მომხმარებლის რეპუტაცია, აგრეთვე არ დავუშვათ რომ სამართალდამრღვევმა შესძლოს თქვენი სახელით სარგებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ  ჩვენს მიერ შექმნილი სისტემა, პიროვნების იდენთიფიცირების დადგენისას,  გარკვეულწილად  შეგიქმნით შეფერხებას  (მაქსიმუმ 72 საათი), აუცილებელია მოხდეს მისი გადამოწმება. ეს პროცედურა აუცილებელია სისტემაში სრულფასოვანი სამართლებრივი საქმიანობის განსახორციელებლად .

სხვადასხვა ქვეყნები, აგრეთვე სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტებში გაწევრიანებული  ორგანიზაციები და ფინანსურ ოპერაციებში ჩართული  იურიდიული  სუბიექტები  ცდილობენ გაერთიანდნენ ტერორიზმისა და  ფულის გათეთრების წინააღდეგ,  რათა მიღებული იქნას მკაცრი სანქციები იმ პირების მიმართ, ვინც აღნიშნულ საქმიანობას ეწევიან.

თითოეული  მომხმარებლის  თანამშრომლობა  საერთაშორისო  ფინანსურ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

იდენთიფიცირებისათვის საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით საჭიროა განხორციელდეს შემდეგი ქმედებები:

1.      განხორციელდეს გადამოწმება მომხმარებლის ვინაობის და მისი მისამართის

2.      შენახულ იქნას ელექტრონულად ყველა ტრანზაქციების ჩანაწერი მათ შორის იდენთიფიცირებისათვის საჭირო წარმოდენილ  დოკუმენთთან ერთად.

3.      გაკონტროლდეს  ნებისმიერი სახის საეჭვო ტრანზაქცია

4.      განცხადებულ იქნას ნებისმიერი საეჭვო ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია შესაბამის საჯარო სტრუქტურაში.

 

 

 

შ.პ.ს. „ელ ფეი ვეი“

ს/კ 400147211

დირექტორი                   

მ. დემეტრაშვილი