მომსახურების პირობები

                                   საფულის მომსახურების პირობები.

    შპს "ოლ ფეი ვეი"- ს ელექტრონული საფულით სარგებლობა, მისი რეგისტრაცია, მომხმარებლისთვის უფასოა.

    მომხმარებლის ელექტრონულ საფულეში განთავსებულ თანხას პროცენტი არ ერიცხება. მომხმარებელი აღიარებს, რომ სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებლისგან მიღებული თანხის ნაშთს პროცენტი არ ერიცხება.

    საგადახდო მომსახურებით სარგებლობისას მოქმედებს სისტემის ოპერატორის მიერ დადგენილი ტარიფები. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ მომსახურებაზე საკომისიო წინასწარ არ არის მითითებული, მომსახურების გადახდის მომენტში შესაძლებელია მისი ნახვა.

    მომხმარებლებს შორის ელექტრონული საფულეზე არსებული  ელექტრონული ფულის  გადარიცხვის საკომისიო შეადგენს 0,50% (ნული და 50). მომხმარებლებს შორის სხვა ვალუტაში გადარიცხვის საკომისიო მოცემულია გადარიცხვის მომენტში.

   გადარიცხვა მხარეებს შორის ხორციელდება ლიმიტების ფარგლებში, რომელიც მოცემულია კონკრეტული მომენტისთვის.

    ელექტრონული საფულიდან თანხის გამოტანის საკომისიო  შეადგენს  0%-დან  3%-მდე, დამოკიდებულია  შპს „ოლ ფეი ვეი“-ს  პარტნიორი კომპანიის  პირობებზე.

    შპს "ოლ ფეი ვეი"  აგენტების სალაროებიდან   სალაროებიდან ელექტრონულ საფულეზე არსებული ელექტრონული ფულის ნაღდ ფულზე გადაცვლის  და მისი განაღდების საკომისიო 24 საათის განმავლობაში შეადგენს 0%-ს 1000 ლარამდე.